7 ივნისს პროექტი კლასტერები განვითარებისთვის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
პროექტის მნიშვნელობასა და შედეგებზე ისაუბრეს გერმანიის ელჩმა, ევროკავშირის და GIZ-is წარმომადგენელმა, აწარმოე საქართველოში ხელმძღვანელმა და სხვა პროექტის განხორციელებაში ჩართულმა მხარეებმა.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი და 4 წლის მანძილზე აქტიურად ხელს უწყობდა სექტორის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით.
შეხვედრაზე კლასტერის მენეჯმენტმა, ბორდის წევრებმა და კლასტერის პარტნიორმა ორგანიზაციებმა ისაუბრეს სექტორში არსებულ გამოწვევებსა და შედეგებზე, ხარისხის ინფრასტრუქტურის, დასაქმების თუ გაყიდვების მიმართულებით.