
თამაზ დაუშვილი ქართული კომპანია DIO-ს თანადამფუძნებელი, პარტნიორი და აღმასრულებელი დირექტორია. თამაზ დაუშვილი სხვადასხვა დროს მონაწილეობდა ბიზნეს გამოცდილების გაზიარებისა და სტრატეგიული მართვის პროგრამებში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპაში. მან ასევე უმასპინძლა ბიზნესის საერთაშორისო წარმომადგენლების გუნდებს, რათა განეხილათ კომპანიის საუკეთესო პრაქტიკები და არაერთხელ იყო მიწვეული მომხსენებელი ახალგაზრდებისთვის თემაზე: “ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობები და საქართველოს ეკონომიკური განვითარება”. თამაზ დაუშვილის, როგორც დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის როლი, მისი მრავალწლიანი გამოცდილება, სექტორის განვითარების ხედვა და ღირებულებები, კრიტიკულად მნიშვნელოვანია GCMC-ს მდგრადი განვითარებისათვის.
ამაყი ვარ წარმოვადგენდე GCMC-ის! ერთად ჩვენ შევძლებთ მსოფლიოს შეცვლას!

ივერი ქუცნაშვილს გააჩნია 20 წელიანი გამოცდილება ბიზნესის განვითარებისა და კონსულტაციის მიმართულებით სამოქალაქო ინჟინერიის, სამშენებლო და საწარმოო ინდუსტრიებში. მან Ხელი შეუწყო ხუთი წარმატებული კომპანიის განვითარებას, რომლებმაც მნიშვნელოვანი პროფესიული წვლილი შეიტანეს საქართველოში განხორციელებული სამრეწველო, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებში. ივერი ქუცნაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, Მაგისტრატურა კი გაიარა CWRU-ში (აშშ).
რეგულაციები და სერტიფიცირების ბარიერები სამშენებლო მასალების მწარმოებელი ქართული კომპანიების ზრდის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია. ჩვენი მისიაა მხარი დავუჭიროთ საქართველოს მარეგულირებელი ბაზის მოდერნიზაციას, რაც დაეხმარება ინოვაციების დანერგვას, ხარისხისა და ადგილობრივი წარმოების ღირებულების ამაღლებას. ასევე, ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ექსპორტის ზრდას საქართველოში წარმოებული პროდუქციის სერტიფიცირების მხარდაჭერით.

დიმიტრი აბულაძე სმარტერის ბიზნეს ჯგუფის მმართველ პარტნიორი, GCMC-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და სამუშაო ჯგუფის – „კვლევა და განვითარების“ ხელმძღვანელია. სამშენებლო სექტორში მრავალწლიანი გამოცდილებით, თანამედროვე და ინოვაციური პროექტების ინიცირება და დანერგვა მის მთავარ საქმიანობას წარმოადგენს. GCMC-ს განვითარებაში დიმიტრი აბულაძის კონტრიბუციას სწორედ სიახლეების დანერგვა, ინოვაციური მიდგომების ინიცირება და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
კლასტერის განვითარება ჩემთვის ნიშნავს თითოეული წევრი კომპანიის ხელშეწყობას, რათა ისინი პასუხობდნენ იმ კონკრეტული დროისთვის გლობალურ ბაზარზე არსებულ ყველა ინოვაციურ სტანდარტს.