საქართველოს სამშენებლო სექტორი მოითხოვს ადგილობრივი სამშენებლო კომპანიებსა და ქვეკონტრაქტორებისგან ახალი ტიპის შენობებს, პროექტის დაგეგმვის უფრო დახვეწილ მიდგომებსა და მეტი ადგილობრივი და დივერსიფიცირებული სამშენებლო მასალების შესყიდვის აუცილებლობას.
სექტორის მოთხოვნის შესაბამისად GCMC-მ გადაწყვიტა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ამ მიმართულებებზე და ხელი შეუწყოს მის წევრებს პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაში, საოპერაციო სტანდარტების ოპტიმიზაციასა და უნარების გაუმჯობესებაში, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას იყვნენ კონკურენტუნარიანები ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.
კონკრეტული თემატური სამუშაო ჯგუფების ფორმირებამ შექმნა კლასტერული ჯგუფური მუშაობისა და გუნდური გადაწყვეტილებების უკეთესი სინერგიის შესაძლებლობა.
დღეისათვის სამუშაო ჯგუფები ორიენტირებულია სამ ძირითად მიმართულებაზე; კვლევა და გავითარება, რეგულაცია და სერტიფიცირება, ხარისხის უზრუნველყოფა.






