გაიცანით ქართული სამშენებლო მასალების კლასტერის ახალი წევრი – WE DO
ვიდუ • WEDO დაარსდა 2020 წელს. კომპანიამ საქართველოს სამშენებლო სფეროში ყველაზე ინოვაციური და მრავალპროფილური სერვისი შექმნა, აღნიშნული მოიცავს მომსახურების ახალ სტანდარტს, უსაფრთხო, ხარისხიანი საფასადე ხარაჩოსა და ელექტრო კალათის იჯარას, მიწოდებას და მონტაჟი-დემონტაჟის სერვისს.
მომსახურების სპექტრი ასევე მოიცავს ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინს, არქიტექტურულ მომსახურებასა და სამშენებლო მასალებს.
ვიდუს გუნდი ზრუნავს, რომ მშენებლობის თანამედროვე ტექნოლოგიები საქართველოში გახდეს ხელმისაწვდომი ყველა მშენებელისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის კონსტრუქციის აშენება და მოპირკეთება ოპტიმალურ დროში.
დარწმუნებულები ვართ, რომ GCMC-ისა და WE DO-ს თანამშრომლობა ხარნგრძლივი და ნაყოფიერი იქნება