13 ოქტომბერს ჩატარდა CSR-ის დაინტერესებულ მხარეთა ფორუმის სამუშაო შეხვედრა, სადაც ქართული სამშენებლო მასალების კლასტერიც აქტიურად იყო ჩართული.
სამუშაო-სადისკუსიო შეხვედრაზე განვიხილეთ ამ სფეროს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, ასევე დისკუსია გაიმართა საქართველოსთვის რელევანტურ ინიციატივებსა და ნაბიჯებზე სახელმწიფოს მხრიდან კომერციული პასუხისმგებლობის მხარდაჭერის მიმართულებით.