ევროკავშირმა და GIZ-მა, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით, სამშენებლო მასალების სფეროში პირველი B2B ღონისძიება გამართეს
ბიზნესკავშირების გამყარებისა და ეკონომიკური გაძლიერების B2B შეხვედრამ 60-მდე ბიზნეს წარმომადგენელს ერთმანეთთან პარტნიორობების დამყარების შესაძლებლობა მისცა.
ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა, „კლასტერები განვითარებისთვის“ (Clusters4Development), USAID-ის ეკონომიკური უსაფრთოების პროგრამასთან ერთად, ქართული სამშენებლო მასალების პირველ B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრას HoReCa-ს (სასტუმრო, სარესტორნო და საკვები მიმართულების ბიზნესები), ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურის, სამშენებლო და საფინანსო მიმართულების 60-მდე წამყვანი კომპანია დაესწრო. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ბიზნესის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.