ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა, „კლასტერები განვითარებისთვის“ (Clusters4Development), USAID-ის ეკონომიკური უსაფრთოების პროგრამასთან ერთად, ქართული სამშენებლო მასალების პირველ B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) შეხვედრას უმასპინძლა.
შეხვედრას HoReCa-ს (სასტუმრო, სარესტორნო და საკვები მიმართულების ბიზნესები), ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურის, სამშენებლო და საფინანსო მიმართულების 60-მდე წამყვანი კომპანია დაესწრო. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ბიზნესის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.