GEO
GCMC ECCP-ის ბრონზეს მედლის მქონე წევრი გახდა

GCMC ECCP-ის წევრი და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, რაც კლასტერის წინსვლისა და განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია!

ECCP – ევროპული კლასტერული თანამშრომლობის პლატფორმა ძლიერი საზოგადოებაა, რომელიც 2015 წლიდან ეხმარება კლასტერულ ორგანიზაციებს მთელ ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ განვითარებაში. ევროპული თანამშრომლობის პლატფორმაში გაწევრიანება GCMC-სა და მისი წევრებისთვის ხელმისაწვდომს ხდის ECCP-ის სრული მომსახურებას, რაც მოიცავს:

1. 1200-ზე მეტი კლასტერული ორგანიზაციის დინამიკური განაწილება მთელი მსოფლიოს მასშტაბით;

2. ყველაზე დიდი საინფორმაციო ჰაბი, კლასტერებისთვის, რომელიც მის წევრებს სთავაზობს უახლეს ინფორმაციასა და ფართო საზოგადოებასთან დაკავშირების საშუალებას;

3. კლასტერებისა და მისი წევრების განვითარებაზე ორიენტირებული სხვადასხვა ღონისძიებები: ვებინარები, შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებული სემინარები და კონფერენციები;

4. Matchmaking ღონისძიებები, რომელიც ხელს უწყობს კლასტერებს შორის თანამშრომლობის განვითარებას;

5. ვრცელი მონაცემთა ბაზა, რომელშიც მოცემულია რეგიონული, ეროვნული, საერთაშორისო და სექტორული კლასტერული ქსელების, ინსტრუმენტების ნაკრები და პუბლიკაციები;

6. წევრებისთვის გამოყოფილი პარტნიორობის ფორუმი;

7. ფორუმი კლასტერებს შორის ურთიერთსწავლების, საქმიანობასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარებისა და დაფინანსების შესაძლებლობებისთვის;

8. პარტნიორების საძიებო საშუალება, სადაც კლასტერულ ორგანიზაციებს შეუძლიათ პოტენციური პარტნიორების პოვნა;

9. საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდამჭერი გვერდები, მათ შორის სტრატეგიული ინტერესის მიხედვით შერჩეული ქვეყნების პროფილები და ტექნიკური დახმარების საშუალება;

10. უახლესი ინფორმაცია ევროკომისიის ძირითადი პოლიტიკის სფეროების შესახებ: მწვანე და ციფრული პოლიტიკა, სოციალური ეკონომიკა, ეკონომიკის მდგრადობა და სამრეწველო ეკოსისტემები.

ECCP საზოგადოების წევრობა GCMC-ს მისცემს წვდომას უმდიდრეს რესურსზე, რაც მოიცავს ცოდნას, ინფორმაციასა და გლობალურ შესაძლებლობებს!

ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.