ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი (GCMC), ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, პროექტ „კლასტერები განვითარებისთვის“ ფარგლებში შეიქმნა. მას „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება“ GIZ ახორციელებს.
GCMC იმ მცირე და საშუალო საწარმოებს აერთიანებს, რომლებიც საქართველოს მსხვილ სამშენებლო სექტორში ოპერირებენ. კლასტერის შექმნისა და მუშაობის მიზანს, ერთი მხრივ, სამშენებლო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება, საოპერაციო სტანდარტის ოპტიმიზაცია და უნარების ამაღლება, ხოლო მეორე მხრივ სამართლებრივი და ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესება, ადგილობრივ ბაზარზე ქართული პროდუქტის ცნობადობის ამაღლება, ექსპორტის წახალისება და საერთო ჯამში, სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.