GEO
GCMC X AKUSTIKO

კომპანია Akustiko დაარსდა 2014 წელს, როდესაც საქართველოში არ არსებობდა აკუსტიკის სფეროში სპეციალიზებული კომპანია. დაარსების პირველივე დღიდან კომპანიის დამფუძნებლების და მთლიანი გუნდის მიზანი იყო მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა ქვეყნის მასშტაბით აკუსტიკის სფეროს განვითარებაში. დღეს „აკუსტიკო“ ლიდერია ადგილობრივ ბაზარზე და ღირსეულ კონკურენციას უწევს მეზობელი ქვეყნების წარმომადგენელ აკუსტიკურ კომპანიებს. 

Akustiko ქართული სამშენებლო მასალების კლასტერის წევრი პანდემიის დაწყებამდე რამოდენიმე კვირით ადრე, 2020 წელს გახდა. კლასტერის შექმნის საბაზისო ღირებულება ზუსტად ემთხვეოდა კომპანიის ბიზნესის განვითარების ხედვებს. სწორედ ამიტომ, კომპანიებს შორის თანამშრომლობა პირველივე დღეებში შედგა. 

აკუსტიკის დარგი არის სამშენებლო ინდუსტრიის ერთერთი შემადგენელი ნაწილი. აკუსტიკის ბიზნესი ნიშური ბიზნესია, რომელსაც სხვადასხვა დაბრკოლებების გადალახვა უწევს. კოპანიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ კლასტერი გამოცდილებისა და მოსაზრებების სხვებისთვის გაზიარების შესაბამისი პლატფორმაა. კლასტერის კულტურა გასწავლის კონკურენტებთან ერთად ფიქრს და მუშაობას საერთო პრობლემის და გამოწვევის მოგვარების მიმართულებით. კლასტერი არის პლატფორმა, სადაც პრინციპი „ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის“ საკმაოდ კარგად მუშაობს. მნიშვნელოვანია ყველა ის საკომუნიკაციო არხი და სერვისები, რაც კლასტერის თითოეულ წევრს აძლევს საშუალებას ერთი მხრივ, გაიღოს გარკვეული კონტრიბუცია ინდუსტრიის გაჯანსაღების პროცესში, ხოლო მეორე მხრივ, მიიღოს გარკვეული ბენეფიტები და მხარდაჭერა არაერთი მიმართულებით. სწორედ ამ ყველაფრის ერთობლიობაა Akustiko-ს კლასტერში გაერთიანების მიზეზი. 

კლასტერში გაწევრიანებით, კომპანიამ გაამყარა ღირებულებები, გახდა მეტად მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული, დაისახა არაერთი სტრატეგიული მიზანი, რომელიც მნიშვნელოვან წარმატებას მოუტანს,  როგორც კომპანიას ისე აკუსტიკის სექტორს. 

ამ ხნის განმავლობაში, Akustiko არაერთხელ გამოეფინა სხვა წევრ კომპანიებთან ერთად, როგორც ადგილობრივ ისე სხვა საერთაშორისო სამშენებლო გამოფენებზე. მათგან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა 2022 წლის ერევნის სამშენებლო გამოფენაში მონაწილეობა, რამაც  ექსპორტზე გასვლის ბიძგი მისცა კომპანიას. გარდა ამისა, GIZ-ის დაფინანსებით Akustiko-მ მიიღო მნიშვნელოვანი საკონსულტაციო მომსახურეობა ISO 9001:2015-ის მიმართულებით და უახლოეს პერიოდში კომპანიას აქვს მზაობა, რომ ამ პროცესს წარმატებით დაასრულებს.

ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.