ქართული სამშენებლო მასალების კლასტერისა და გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტის (PTB) ერთობლივი მჭრიდრო მუშაობის შედეგად, PTB-მ თანამშრომლობისთვის სამშენებლო სექტორი აირჩია.
პროექტის მიზანია, უზრუნველყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (EaP) QI ინსტიტუტების ადაპტირება ღირებულების შექმნის, პროდუქტიულობისა და ინოვაციების ხელშეწყობის, მათი საქმიანობისა და პროცესების, საუკეთესო საერთაშორისო და ევროპულ პრაქტიკასთან.
პროექტი მიზნად ისახავს:
ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებას QI ინსტიტუტებში, რათა უზრუნველყონ სერვისები შერჩეულ ქვეყნებში, განსაკუთრებით ევროპის მწვანე შეთანხმების სფეროებში.
პოლიტიკის შემქმნელებს, QI ინსტიტუტის პერსონალს და ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის ცნობიერების ამაღლებას.
ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე თანამშრომლობის დამყარება QI ინსტიტუტებს, პოლიტიკურ გადაწყვეტილების მიმღებებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების QI ინსტიტუტებს შორის რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას.