GEO
კერძო-საჯარო დიალოგი

USAID/Georgia-ს ინიციატივითა და “Cluster4Development” პროექტის მხარდაჭერით, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ, გაიმართა საჯარო-კერძო დიალოგი საქართველოში სამშენებლო მასალებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ღირებულებათა ჯაჭვების არსებული პოლიტიკის გამოწვევებსა და რეკომენდაციებზე.

ქართული სამშენებლო მასალების კლასტერის (GCMC) წევრი ორგანიზაციები ესწრებოდნენ აღნიშნულ საჯარო-კერძო დიალოგს სადაც, აქტიურად მიიღეს მონაწილეობა კვლევის და რეკომენდაციების შემუშავების პროცესში.

საჯარო-კერძო დიალოგი მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო ინსტრუმენტი იქნება კერძო სექტორისთვის მომავალი ადვოკატირებისა და დიალოგის პროცესებში.

ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.