GEO
პოლონეთის საერთაშორისო სამშენებლო მასალების გამოფენა – Budma

31 იანვარიდან – 2 თებერვლის ჩათვლით, ქართული სამშენებლო მასალების კლასტერის მენეჯმენტი და წევრი კომპანიები – ზოდი • Zodi, UBG, Smarter • სმარტერი, Megadoors • მეგადორსი, Graali 92, კლასტერები განვითარებისათვის პროექტისა და პოლონეთის საინვესტიციო სავაჭრო პალატის მხარდაჭრით იმყოფებოდნენ საერთაშორისო სამშენებლო მასალების გამოფენა – ბუდმაზე.

სამი დღის განმავლობაში  ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა, როგორც პოლონეთის სამშენებლო მასალების კლასტერთან და პოლონეთის სავაჭრო პალატასთან, ისე ადგილობრივ მწარმოებელ კომპანიებთან.

შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო პოტენციალის ზრდის შესაძლებლობები და სამშენებლო მასალების, როგორც იმპორტის, ისე ექსპორტის განვითარების შესაძლებლობები.

ვფიქრობთ, GCMC და პოლონეთის კლასტერი მომავალში სიანტერესო პროექტებზე ვითანამშრომლებთ.

ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.