გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტმა (Physikalisch-Technische Bundesanstalt|PTB) ჩაატარა ხარისხის ინფრასტრუქტურის ბაზრის პოტენციალის წინასწარი შეფასება საქართველოში. აღნიშნული შეფასების მოკლე მიმოხილვა მწვანე და ციფრული ღირებულებათა ჯაჭვებისთვის ხარისხის ინფრასტრუქტურის (QI) მომსახურების საჭიროების კვლევის შესახებ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ – დააჭირეთ აქ. კვლევის შედეგებისა და დაინტერესებულ მხარეებთან განხილვის შედეგად, პროექტის შემდგომი ეტაპისთვის დასაწყისში შეირჩა სამშენებლო მასალების ღირებულებათა ჯაჭვი. აქედან გამომდინარე, GCMC აქტიურად თანამშრომლობს PTB-სთან სამშენებლო მასალების ხარისხის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად და შესაბამისი გამოწვევების აღმოსაფხვრელად.
PTB ახორციელებს რეგიონალურ პროექტს „ხარისხის სტანდარტები გაზრდილი ვაჭრობისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა).