გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) პროგრამამ “კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში”, პროფესიული უნარების სააგენტოსთან თანამშროლობით გამართა ვორქშოფი თემაზე “სექტორული უნარების ორგანიზაცია – ორგანიზაციული სტრუქტურა და ფუნქციონრების ხელშეწყობა”.
GCMC, როგორც სამშენებლო დუოს შექმნის საინიციატივო ჯგუფის წევრი, აქტიურად იღებდა მონაწილეობას სამუშაო შეხვედრაზე. დუოს წევრ ორგანიზაციებს გააცნეს სექტორული უნარების ორგანიზაციის სტრუქტურა და მისია, მართვის მოდელები და ფუნქციების განხორციელებისათვის სტრატეგიული გეგმების შექმნის სხვადასხვა გზები.