GEO
GCMC-ის შესახებ

ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი (GCMC) აერთიანებს მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებიც მოღვაწეობენ საქართველოს სამშენებლო სექტორში – ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ინდუსტრიაში.

GCMC დაფუძნებულია ევროკავშირისა და GIZ-ის პროექტის – „კლასტერები განვითარებისთვის“ (შემდგომ C4D) ფარგლებში. კლასტერი მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს თავისი წევრების პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაში, საოპერაციო სტანდარტების ოპტიმიზაციასა და უნარების ამაღლებაში.

GCMC ადგილობრივ კომპანიებს აძლევს წვდომას დიგიტალიზაციაზე, ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებზე, რის შედეგადაც ხდება მათი პროდუქტიულობის გაზრდა, მართვისა და პროცესების გამარტივება და ხარისხისა და უსაფრთხოების გაუმჯობესება. კლასტერისთვის კომპანიათა შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები არის ადგილობრივი მფლობელობა, ეკონომიკური პოტენციალი, ასევე კომპანიების მზადყოფნა, აწარმოონ ინოვაციური, ხარისხიანი, ეკო-მეგობრული და ენერ­­გოეფექტური პროდუქტები, გაითვალისწინონ ჭკვი­ანი გადაწყვეტილებები.

კლასტერის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას წარმოადგენს მათი წევრების მზადყოფნა, ითანამშრომლონ სფეროს სხვა მოთამაშეებთან დამატებითი ღირებულების შესაქმნელად. GCMC ყურადღებას ამახვილებს ინოვაციებსა და ხარისხზე, წარმოების პროცესების დი­გიტალიზაციაზე, ჭკვიანი ტექნოლოგიების ადაპტა­ციაზე, ასევე ხარისხის მართვის სისტემათა დანერგვის მხარდაჭერასა და ადგილობრივ და საერთაშორისო ლაბორატორიებთან თანამშრომლობის გამყარებაზე.

2020 წლის ივნისში ჩამოყალიბდა კლასტერის საინიციატივო ჯგუფი, რომელიც შედგება 13 მცირე და საშუალო ზომის საწარმოსგან. ქართული სამშენებ­ლო მასალების კლასტერის ოფიციალური რეგისტრაცია განხორციელდა 2020 წლის დეკემბერში.

კლასტერის მნიშვნელობა

ხედვა

ქართული სამშენებლო მასალების კლასტერის ხედვას წარმოადგენს სამშენებლო მასალების მწარმოებელი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერა და გაერთიანება შემდეგი მიზნით:

მისია

ქართული სამშენებლო მასალების კლასტერის მისიაა სინერგიის შექმნა სამშენებლო მასალების მწარმოებელი მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა გაერთიანებით, სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესებითა და დარგობრივ ასოციაციებთან ეფექტური თანამშრომლობით.

ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ხელს უწყობს წარმოების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე, ქართული სამშენებლო მასალების მწარმოებელ საწარმოთა შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ადგილობრივ ბაზარზე მათი წილის გაზრდას.

კლასტერის უპირატესობები

  • ერთობლივი მარკეტინგი და პიარი
  • მომიჯნავე სექტორებში ცნობიერების ამაღლება
  • ერთობლივი ადგილობრივი სტრატეგია, რომელიც მიმართულია ბაზრის წილის გაზრდაზე
  • ვაჭრობის განვითარების მხარდაჭერა
  • ახალ კლიენტებზე წვდომა
  • პროდუქტიულობის გაზრდა
  • ცოდნაზე და ექსპერტულ რესურსებზე
  • წვდომის მხარდაჭერა
  • სერტიფიცირებისა და სტანდარტიზაციის მხარდაჭერა
  • წარმოების ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერა
  • ევროკავშირის სოციალური და ეკოლოგიური სტანდარტების დანერგვის მხარდაჭერა
  • საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესების მხარდაჭერა
  • მდგრადი ინოვაციების მხარდაჭერა
ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.