GEO
ახალი წევრი – ICfactory

აისი ჰოლდინგი • IC holding უკვე ქართული სამშენებლო მასალების კლასტერის წევრია!

ICfactory წარმოადგენს კომპანია ICholding-ის ერთ-ერთ შვილობილ კომპანიას, რომელიც ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან „ეკოჰაუსი“-ს სახელწოდებით პოზიციონირებს, როგორც №1 კომპანია ინდუსტრიული მშენებლობის მიმართულებით.

დღეს საწარმოს ძირითადი საქმიანობა, სხვადასხვა დანიშნულების კონტეინერის წარმოებაა, მათ შორის: საცხოვრებელი, საგუშაგო, საოფისე, სასაწყობე და სანიტარული კონტეინერი. ქარხანაშივე იწარმოება, როგორც კონტეინერისთვის საჭირო ყველა აქსესუარი, ასევე ალუმინისა და მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა.

ICfactory ქართულ ბაზარზე, პოლიურეთანის სენდვიჩ-პანელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეალიზატორია, როგორც სახურავისა და კედლის, ასევე სამაცივრე პანელების მიმართულებით.

ამ წლების განმავლობაში კომპანიის დირექტორმა ალექს მორჩილაძემ, ​თავის მაღალკვალიფიციურ და გამოცდილ Სპეციალისტების გუნდთან ერთად, არაერთ დიდ და მნიშვნელოვან პროექტზე ​იმუშავა.

დარწმუნებულები ვართ, რომ GCMC-ისა და ICFactory-ს თანამშრომლობა ხარნგრძლივი და ნაყოფიერი იქნება

ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.