GEO
დირექტორთა საბჭო
ავთანდილ კრავეიშვილი
დირექტორთა საბჭოს წევრი

ავთანდილ კრავეიშვილი კომპანია Akustiko-ს დამფუძნებელი, დირექტორი და აკუსტიკუს წამყვანი სპეციალისტია. მას გააჩნია საპროექტო-საინჟინრო სერვისების მიწოდების 15 წლიანი და ბიზნეს გამოცდილების 8 წლიანი ისტორია, რომელიც დაუთმო საქართველოში ხმის იზოლაციის და აკუსტიკის ინდუსტრიის განვითარებას. იგი აქტიურად არის ჩართული კერძო და საჯარო სექტორის დიალოგის პროცესში, რომელიც ხორციელდება სამშენებლო ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების ფარგლებში. ასევე, სხვადასხვა ეკონომიკური კვლევების აქტიური კონტრიბუტორია. ავთანდილ კრავეიშვილის, როგორც დირექტორთა საბჭოს წევრის როლი, მისი მრავალწლიანი პროფილური გამოცდილება, სექტორის განვითარების ხედვა და ღირებულებები, კრიტიკულად მნიშვნელოვანია GCMC-ს მდგრადი განვითარებისათვის.

ჩემი მიზანია, წვლილი შევიტანო სამშენებლო ინდუსტრიის გაჯანსაღებასა და განვითარებაში რეგულაციებისა და სტანდარტების მიმართულებით. ასევე, ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო აკუსტიკის დარგის (როგორც სამშენებლო ინდუსტრიის ერთერთ ფუნდამენტური ნაწილის) განვითარებაზე, როგორც საგანმანათლებლო-სამეცნიერო, ისე რეგულაციებისა და სტანდარტების მიმართულებით.
თამაზ დაუშვილი
დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე

თამაზ დაუშვილი ქართული კომპანია DIO-ს თანადამფუძნებელი, პარტნიორი და აღმასრულებელი დირექტორია. თამაზ დაუშვილი სხვადასხვა დროს მონაწილეობდა ბიზნეს გამოცდილების გაზიარებისა და სტრატეგიული მართვის პროგრამებში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპაში. მან ასევე უმასპინძლა ბიზნესის საერთაშორისო წარმომადგენლების გუნდებს, რათა განეხილათ კომპანიის საუკეთესო პრაქტიკები და არაერთხელ იყო მიწვეული მომხსენებელი ახალგაზრდებისთვის თემაზე: “ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობები და საქართველოს ეკონომიკური განვითარება”. თამაზ დაუშვილის, როგორც დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის როლი, მისი მრავალწლიანი გამოცდილება, სექტორის განვითარების ხედვა და ღირებულებები, კრიტიკულად მნიშვნელოვანია GCMC-ს მდგრადი განვითარებისათვის.

ამაყი ვარ წარმოვადგენდე GCMC-ის! ერთად ჩვენ შევძლებთ მსოფლიოს შეცვლას!
ივერი ქუცნაშვილი
დირექტორთა საბჭოს წევრი

ივერი ქუცნაშვილს გააჩნია 20 წელიანი გამოცდილება ბიზნესის განვითარებისა და კონსულტაციის მიმართულებით სამოქალაქო ინჟინერიის, სამშენებლო და საწარმოო ინდუსტრიებში. მან Ხელი შეუწყო ხუთი წარმატებული კომპანიის განვითარებას, რომლებმაც მნიშვნელოვანი პროფესიული წვლილი შეიტანეს საქართველოში განხორციელებული სამრეწველო, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებში. ივერი ქუცნაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, Მაგისტრატურა კი გაიარა CWRU-ში (აშშ).

რეგულაციები და სერტიფიცირების ბარიერები სამშენებლო მასალების მწარმოებელი ქართული კომპანიების ზრდის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია. ჩვენი მისიაა მხარი დავუჭიროთ საქართველოს მარეგულირებელი ბაზის მოდერნიზაციას, რაც დაეხმარება ინოვაციების დანერგვას, ხარისხისა და ადგილობრივი წარმოების ღირებულების ამაღლებას. ასევე, ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ექსპორტის ზრდას საქართველოში წარმოებული პროდუქციის სერტიფიცირების მხარდაჭერით.
ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.