GEO
GCMC ICCA-სთან ითანამშრომლებს

სამშენებლო მასალების კლასტერი GCMC ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციას შეუერთდა. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ICCA, როგორც წამყვანი სექტორული ასოციაცია, აქტიურად იმუშავებს ქართული სამშენებლო მასალების მწარმოებელთა გაერთიანების მხარდაჭერისათვის, რამდენიმე ძირითად მიმართულებაში. თავის მხრივ, GCMC გააძლიერებს ასოციაციის ქართული სამშენებლო მასალების მწარმოებელთა სეგმენტს.

ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი (GCMC) 2020 წლის დეკემბერში, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის – „კლასტერები განვითარებისთვის“ მხარდაჭერით დაფუძნდა. აღნიშნულ პროექტს GIZ-ი (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ახორციელებს. კლასტერი აერთიანებს მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებიც საქართველოს სამშენებლო სექტორში – ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ინდუსტრიაში ოპერირებენ.

იხილეთ სრულად

ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.