2007 წელს „ზოდის“ დებიუტი ქართულ ბაზარზე შედგა. თავდაპირველად კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა შიდა და გარე კარების, ბუნებრივი ქვებისა და სარემონტო მასალების იმპორტი და რეალიზაცია. ორგანიზაციამ ამ ინდუსტრიაში თავისი მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად დაამკვიდრა ახალი გზა და 2019 წელს უკვე დაიწყო ადგილობრივი საწარმოს ფუნქციონირება.
“Ზოდი” 2020 წლიდან ქართული სამშენებლო მასალების კლასტერის (GCMC) სრულფასოვანი წევრია. კომპანია “ზოდი” აქტიურადაა ჩართული GCMC-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა და ტრენინგებში, რაც ხელს უწყობს “ზოდის” განვითარებას.
კომპანიის წარმომადგენლობის აზრით, ქართულ წარმოებას მუდმივი მხარდაჭერა სჭირდება, სწორედ მათი კლასტერში გაწევრიანების მთავარი იდეაც აქედან მოდის. აუცილებლია ქართული წარმოების და წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ. პროექტები, რომლებსაც კლასტერი ახორციელებს ზოდისთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობაა წარმოაჩინოს ქართული პროდუქცია, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი (GCMC) აერთიანებს მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებიც მოღვაწეობენ საქართველოს, ერთ-ერთ წამყვან ინდუსტრიაში, სამშენებლო სექტორში.
GCMC კომპანიებს ეხმარება წარმოების ხარისხის გაუმჯობესებაში, რაც გულისხმობს, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, ტრეინინგებსა და ვორქშოფებს, ISO სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას და საერთაშორისო მოთხოვნების იდენტიფიცირებას. კლასტერი, გამოფენებში მონაწილეობით და ადგილობრივ და საერთაშორისო მყიდველებთან კონტაქტით, ხელს უწყობს გაყიდვების სტიმულირებას. გარდა ამისა, GCMC წევრებს ეხმარება კერძო-საჯარო დიალოგის წარმართვაში, სამშენებელო სექტორთან დაკავშირებულ რეგულაციებსა და პოლიტიკაზე მუშაობაში. GCMC მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკური მდგარადობის მიღწევის პროცესში!