GEO
რა სარგებელს მოუტანს ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი სფეროს განვითარებას?

მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს მხარდაჭერა ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ბიზნეს კლასტერების ხელშეწყობასაც მოიცავს. კლასტერული განვითარება მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს საშუალებას აძლევს ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან პარტნიორობით გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანი და შექმნან მეტი სამუშაო ადგილი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“, რომელსაც ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით GIZ-ი (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ახორციელებს.  პროექტი ხელს უწყობს მდგრადი ბიზნეს კლასტერების შექმნას სამშენებლო, ტანსაცმლის წარმოებისა და ტურიზმის სექტორებში და მისი ძალისხმევით უკვე დაფუძნდა ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი (GCMC).

იხილეთ სრულად

ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.