GEO
სამშენებლო სექტორის B2B ღონისძიება

ქართული სამშენებლო კლასტერის (GCMC) ორგანიზებით, GIZ-სა და გერმანიის მთავრობისა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო რუმსში, 3 ნოემბერს სამშენებლო სექტორის B2B ღონისძიება გაიმართა.

მისი მიზანი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა, ადგილობრივი ბაზრის განვითარება და იმპორტდამოკიდებულების შემცირებაა, რაც საბოლოოდ ქართულ წარმოებისა და სამშენებლო სექტორს შორის ბიზნეს კავშირებს გაამყარებს.

ფორუმი ორი ნაწილისგან შედგებოდა:

სამშენებლო დეველოპერული სექტორის /სამშენებლო მასალების წარმოების სექტორის მიმოხილვა და პროგნოზები.

კომპანიების პრეზენტაციები და B2B შეხვედრები მასალების მწარმოებლებსა და სამშენებლო დეველოპერულ კომპანიებს შორის.

აჭარის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი და საინტერესო მიმართულებაა, სწორედ ამიტომ გადაწყდა პირველი ბ2ბ ღონისძიების ბათუმში ჩატარება.

ღონისძიების მხარდამჭერები:
Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH, საქართველოს ბანკი • Bank of Georgia, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია ICCA, FIABCI-Georgia, ISET – International School of Economics at TSU, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, Entrepreneur Georgia, Business Insider Georgia, BMG • ბიემჯი, Adjara Tv, Prospect Real Estate.

ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.