GEO
ჩვენი წევრები
მეგადორსი
სრული წევრი

საწარმოო სფეროში 25 წლიანი გამოცდილების დაგროვების შემდეგ შპს „ოცნების“ მიერ დაარსებული კომპანია „მეგადორსი“ 2017 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. ამ პერიოდიდან მოყოლებული საწარმო ქართული თუ უცხოური ბაზრისთვის ქმნის უმაღლესი ხარისხის ინტერიერის და ექსტერიერის, ცეცხლგამძლე და ხმაგაუმტარ თუ MDF-ის კარებს. მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებული კომპანია “მეგადორსი“ გახლავთ ერთადერთი ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ფლობს ცეცხლმედეგი კარის წარმოების სართაშორისო სერტიფიკატს. „მეგადორსის“ მთავარი მიზანია მომხმარებლებს შესთავაზოს ინოვაციური და ინდივიდუალურ დიზაინზე მორგებული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. კომპანიაში ესმით, რომ კარი ნებისმიერი ადამიანისათვის სიმშვიდისა და საიმედოობის განცდასთან ასოცირდება, ამიტომაც ჯანსაღი ნედლეულითა და თანამედროვე მანქანა-დანადგარების მეშვეობით საწარმოში იქმნება პროდუქცია, რომელიც წლებს უძლებს.

ფორმულა კონსტრაქშნი
სრული წევრი

ფორმულა კონსტრაქშენი ქართულ ბაზარზე 2018 წლის ივნისში გამოჩნდა და სულ რაღაც ერთი წლის პერიოდში კომპანიამ საზოგადოებას წარუდგინა პირველი, სრულიად ინოვაციური მშრალი ნაზავების ქარხანა – „ფორმულა“. კომპანია უკვე წლებია, აწარმოებს და მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა სახეობის წებო-ცემენტსა და ბათქაშს. ქარხანაში მაქსიმალურად ინარჩუნებენ ხარისხის უმაღლეს სტანდარტს და უახლესი დანადგარების, სუფთა მასალებისა თუ ულტრა-თანამედროვე ლაბორატორიის წყალობით ქმნიან სანდო პროდუქციას. სწორედ ამ მიდგომის დამსახურებაა, რომ „ფორმულა კონსტრაქშენი“ ერთგულად თანამშრომლობს წამყვან სამშენებლო კომპანიებთან თუ უცხოური ბრენდების ადგილობრივ წარმომადგენლებთან. მნიშვნელოვანი ისიც, რომ გარდა მსხვილ ბიზნეს-პარტნიორებთან თანამშრომლობისა, „ფორულა“ ხელმისაწვდომ ფასებს, ფართო არჩევანსა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას სთავაზობს მათ, ვისთვისაც სახლში სიმყუდროვის შეგრძნება უმთავრესია.

გრაალი 92
სრული წევრი

სს „გრაალი92“იმ იშვიათი კომპანიების სიაში შედის, რომელიც უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს. ჯერ კიდევ 1936 წელს დაარსებულმა კომპანიაში 1992 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, გადაიარაღდა მთლიანი საწარმო და საფუძველი ჩაეყარა ლითონკონსტრუქციების სრულიად თანამედროვე, ადგილობრივ წარმოებას. დღესდღეობით „გრაალი 92“-ის მომსახურება გულისხმობს ლითონ-კონსტრუქციების პროექტირებას, წარმოებას, ტრასპორტირებასა და მონტაჟს. მრავალწლიანი გამოცდილება და მაღალკვალიფიციური პროფესიონალთა გუნდი „გრაალი 92“-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, რომლის დახმარებითაც კომპანიაში ნებისმიერი სირთულის დავალებას უმაღლესი ხარისხით ასრულებენ.

ზოდი
სრული წევრი

„ზოდი“ ქართულ ბაზარზე ჯერ კიდევ 2007 წელს გამოჩნდა. საწყის ეტაპზე კომპანიის ძირითად საქმიანობას შიდა და გარე კარის, ბუნებრივი ქვებისა თუ სარემონტო მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაცია წარმოადგენდა. წლების მანძილზე ამ სფეროში დაგროვილი გამოცდილების წყალობით კომპანიამ ახალი მიმართულებაც განავითარა და 2019 წლიდან უკვე ადგილობრივი საწარმოც აამუშავა. დღესდღეობით საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში არსებულ ზოდის მაღაზიებში მომხმარებლებს შიდა და გარე კარის, ბუნებრივი ქვების, კერამიკული ფილების, ლამინირებული იატაკის, აბაზანის აქსესუარების, გათბობის სიტემებისა თუ სხვა მათთვის საინტერესო პროდუქციის ყველაზე დიდი არჩევანი ელის. კომპანიაში განსაკუთრებით ეამაყებათ ფაქტი, რომ ზოდის მრავალფეროვანი ასორტიმენტი აერთიანებს უნიკალურ ქართულ ქვებისაც. პროდუქცია კომპანიის საკუთრებაში არსებულ ქვის საწარმოში რჩეული ოსტატების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებით მუშავდება და ასე წარედგინება ადგილობრივ მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის მოსაპირკეთებელი მასალები. ზოდის მრავალწლიანი ბიზნეს-საქმიანობა არაერთ წარმატებულ კომპანიასთან თანამშრომლობას უკავშირდება და დღესაც კორპორატიულ კლიენტებსა თუ ფიზიკურ პირებს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ, მოქნილ და ხელმისაწვდომ მომსახურებას სთავაზობს.

ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.