შ.პ.ს „უნივერს ბიზნეს გრუპი“ პირველად 2007 წელს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და დაარსების დღიდანვე იქცა კომპანიად, რომელიც ხარისხთან და მუდმივ განვითარებასთან ასოცირდება. კომპანია მალევე გახდა სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის, EUGBC-სა და GAACC-ს წევრი. დღესდღეობით „უნივერს ბიზნეს გრუპი“-ს საკუთრებაში არსებული ლითონ-კონსტრუქციების საწარმო დარგში ერთ-ერთი მოწინავეა და უახლესი ტექნიკით, სამშენებლო აქსესუარებითა, მინი-რობოტებითა თუ ცნობილი ბრენდების პროდუქციით ამარაგებს სამშენებლო ბიზნესისა თუ სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებს. „უნივერს ბიზნეს გრუპი“-ს პროფესიონალებისაგან შემდგარი გუნდი მაქსიმალურადაა ჩართული სასწავლო თუ შემეცნებით სემინარებსა და ვორქშოფებში, რათა კომპანიის მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებული პროდუქცია და მომსახურება მუდმივად აკმაყოფილებდეს თანამედროვე სტანდარტებს.
„ჯი არ სი“ საქართველოს ბაზარზე 2003 წლიდანაა წარმოდგენილია. საწყის ეტაპზე, კომპანიის მთავარი საქმიანობა საიზოლაციო და გადასახური მასალების იმპორტი გახლდათ, თუმცა კომპანია მალევე შეუდგა წარმოების მშენებლობას, 2020 წლისთვის მეტალის სახურავის მწარმოებელი ყველაზე დიდი ქართული კომპანიაც გახდა და დღემდე ინარჩუნებს არ სი“ თბოსაიზოლაციო და ჰიდროსაიზოლაციო მასალების მწარმოებელი ლიდერი კომპანიის სტატუსს. კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლების წყალობით კომპანია „ჯი-არ-სი“ ყველა ტიპის სამშენებლო გადაწყვეტილების აღსრულების გარანტიაა, თუმცა ამ სტატუსის მისაღებად გუნდმა წლების განმავლობაში ბევრი იშრომა, განვითარდა. ამ ცვლილებების მიუხედავად, კომპანიის უპირველესი პრიორიტეტები კვლავ უცვლელი დარჩა: ბაზარზე მაღალი სტანდარტების დაწესება, ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბება და ერთგული მომხმარებლების ჯგუფის შექმნა. სწორედ ეს სამი კომპონენტი მიაჩნიათ „ჯი არ სი“-ში წარმატების მთავარ წინაპირობად
შ.პ.ს. „სპეცკომფორტი“ დაარსდა 2015, სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით. კომპანიამ წარმოება ავტომატიზებული სრული საწარმოო ხაზის დამონტაჟებით დაიწყო, გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ კი 2019 წელს უკვე რიგით მესამე ხაზიც შეემატა წარმოებას. თბილისში ქარხნის ამუშავებას მალევე ახალი ინვესტიცია მოყვა და „სპეცკომფორტი“-მა სოფელ წეროვანში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქარხანა გახსნა. კომპანიის დევიზი ხარისხი და გარანტიაა და სწორედ ამის შედეგია, რომ დღესდღეობით 35-40 დასახელების ბეტონისა სამშენებლო მასალის წარმოებით წამყვან პოზიციას იკავებს ადგილობრივ ბაზარზე. კომპანიაში სჯერათ, რომ მაღალხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით, ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით და სისტემური კონტროლით შესაძლებელია მომხმარებლებს მუდმივად მაღალი ხარისხის პროდუქცია შესთავაზო და დარჩე დარგის უცვლელ ლიდერად.
„სმარტერი“ 2016 წელს დაარსდა და დღესდღეობით ჭკვიანი სახლისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების ლიდერია ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიზანია მომხმარებელი უზრუნველყოს უსაფრთხოებისა და კომფორტის უახლესი სტანდარტებით. „სმარტერი“ ნებისმიერ მსურველს აძლევს უნიკალურ საშუალებას მართოს სახლი დისტანციურად – მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. გარდა იმისა, რომ კომპანია „სმარტერი“ ახორციელებს ნებისმიერი შენობა-ნაგებობის სრულ ავტომატიზირებას, იგი ამავდროულად წამყვანი ევროპული ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. „სმარტერის“ მთავარ უპირატესობას წარმოადგენს მისი მაღალკვალიფიციური საინჟინრო გუნდი, რომელიც ნებისმიერი სირთულის დავალებას მაღალ დონეზე ართმევს თავს. სწორედ ამ გუნდის დამსახურებაა, რომ დღეს „სმარტერის“ მომსახურება გაცდა ავტომატიზირების მიმართულებას და ჩამოყალიბდა როგორც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი ტექნოლოგიური კომპანია. 2020 წელს ხომ „სმარტერის“ საქმიანობის ძირითად მიმართულებას დაემატა ალტერნატიული ენერგიის სადგურების დაგეგმვა და მოწყობა.