GEO
ჩვენი წევრები
პანექსი
სრული წევრი

სს „პანექსი“ შპს ICES-სა და სს საქართველოს საპარტნიორო ფონდის ერთობლივი ინვესტიციით დაარსდა 2015 წელს და საწყის ეტაპზე საქართველოში სენდვიჩ პანელების მწარმოებელი პირველი კომპანია გახდა. დღეისათვის „პანექსი“ აწარმოებს კედლისა და სახურავების სენდვიჩ პანელებს მომხმარებელთა ფართო კატეგორიისთვის: სამშენებლო კომპანიები, კერძო სახლები, არქიტექტორები, დილერები თუ ა.შ. რუსთავში მდებარე საწარმოში მაქსიმალურად ცდილობენ მომხმარებლისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისისა და მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებას. კომპანიაში სჯერათ, რომ სწორედ ამგვარი მოქნილი პროცესის დახმარებით არის შესაძლებელი წარმოების განვითარება და ბაზრის მნიშვნელოვანი წილის დაკავება.

ლუკა
სრული წევრი

კომპანია „ლუკა“ 2007 წელს ქალაქ ბათუმში დაარსდა. დღეს კომპანია აჭარაში KNAUF-ის რეგიონალურ დილერია და მომხმარებელს სთავაზობს მათ წარმოებულ თაბაშირ-მუყაოს ფილებს და სხვა საშენ მასალებს, როგორც საბითუმო, ისე საცალო ფასებში. იმპორტთან ერთად კომპანიის ერთ-ერთ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს თაბაშირ-მუყაოს ფილის პროფილების, შენობა-ნაგებობების დასახური მასალების და აქსესუარების წარმოებაც. საწარმო სრულად აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული დანადგარებით, რაც შესაძლებელს ხდის კლიენტის სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული შეკვეთა დამზადდეს. პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მაქსიმალურადაა ორიენტირებული ადგილობრივ მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და მომსახურება კონკურენტულ ფასად მიაწოდოს, ასე შეინარჩუნოს არსებული მომხმარებლები და, რაღა თქმა უნდა, გაზარდოს მათი რაოდენობა

კრაფტი
სრული წევრი

1990 წელს დაარსებულ კომპანია, რომელმაც არაერთი სახელი გამოიცვალა, დღეს „კრაფტის“ სახელწოდების ქვეშ ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. კომპანიამ საქმიანობა ჯერ კიდევ იმ დროს დაიწყო, როდესაც სამშენებლო ბიზნესი საქართველოში არ იყო სათანადოდ განვითარებული და, შესაბამისად, კონკურენციაც ნაკლები იყო. სწორედ ეს თავისუფალი სივრცე აღიქვეს კომპანიაში უნიკალურ შესაძლებლობად და დაუღალავი შრომის შედეგად 2007 წელს საფუძველი ჩაეყარა „კრაფტს“, როგორც ბრენდს. 100%-ით ქართული ბრენდმა უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებით მოახერხა მომხმარებლის კეთილგანწყობისა და ერთგულების მოპოვება. „კრაფტი“ ნებისმიერ დაინტერესებულს სთავაზობს 100-მდე დასახელების პროდუქტს, მშენებლობასთან დაკავშირებულ პროფესიონალურ გადაწყვეტილებებს და სხვადასხვა ტიპის სერვისს: მოსაპირკეთებელი თუ ფასადის სამუშაოებს, ინტერიერისა თუ ექსტერიერის მოსაწყობად თქვენს საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებებს და ა.შ. კომპანიაში ესმით, რომ სამშენებლო ბიზნესში მთავარი სანდოობისა და ხელმისაწვდომობის კომბინაციაა და ამიტომაც „კრაფტის“ გუნდი მომხმარებლებს კონკურენტულ ფასად აწვდის გრძელვადიან ეფექტზე გავლილ პროდუქციას.

კანო
სრული წევრი

ორი მეგობრის ბავშვური ოცნების რეალიზება, რომლის ისტორიაც 80-იან წლებში დაიწყო და 2002 წელს შ.პ.ს. „კანოს“ დაარსება მოყვა. მრავალწლიანი გამოცდილების, პროფესიონალიზმისა და საქმის სიყვარულმა შედეგი მალევე გამოიღო და დღეს კომპანია ისეთ მასშტაბურ პროექტებს ახორცილებს, როგორებიცაა: იუსტიციის სახლები, ხიდები, ჰიდროელექტროსადგურები, სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები და სხვა. კომპანიაში ესმით, რომ ლითონ-კონსტრუქციების წარმოების დარგში აუცილებელია დაგეგმვის, დიზაინისა და მშენებლობის პროცესი სრულად იყოს გამართული. ალბათ, ამიტომაცაა, რომ „კანოს“ გუნდი მუდმივად ცდილობს ინოვაციური მიდგომებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რათა მომხმარებლებს მიაწოდონ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და ასე იქცნენ გარანტიისა და სიმშვიდის სიმბოლოდ.

ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.